მთავარი თემა მრგლოვანი დამწერლობა
(ქართული ენისა და ხელოვნების ინტეგრირებული სწავლება)
მნიშვნელობა / აქტუალობა
• ქართული წარწერების და ხელნაწერების დამწერლობათა სახეობის ამოცნობა
• ძირითადი და შედგენილი ფერების ურთიერთმიმართებისა და დიზაინში გემოვნებით გამოყენების უნარი
• საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ორნამენტების გარჩევა და მათი სიმბოლურ–ესთეტიკური მნიშვნელობების გაგება
მიზნები და შედეგები
• შეძლებს ასომთავრულის დამოუკიდებლად წაკითხვას;
• შეძლებს მხედრული ნაწერის გადატანას ასომთავრულზე და პირიქით;
• შეძლებს ფერების აღქმას, მათ ურთიერთშეხამებას ესთეტიკური პრინციპების დაცვით;
• გრაფიკულ მოხაზულობას;
• ქართული ხალხური ორნამენტის შექმნას;
• შეძლებს პრეზენტაციების მომზადებას
შეფასების საგანი და პროცედურები
• წერითი სამუშაო, ჯგუფური მუშაობა, ისტ-ის გამოყენება;
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ
• ქართული ანბანის განვითარების საფეხურები;
• წერილობითი ნიშნების ფორმები;
• წერილობითი ნიშნების სიმეტრია და მოხაზულობა;
• ძირითადი და შედგენილი ფერები;
• ქართული ორნამენტი და ჩუქურთმა;
რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო
• მათემატიკის რვეული;
• ფურცლები;
• ტუშის პასტები;
• ფერადი ფანქრები;
• უბრალო ფანქარი;
• საშლელი;
• სათლელი;
• ინტერნეტის ქსელში ჩართული 5 კომპიუტერი;
• პროექტორი;
სასწავლო პროექტის მსვლელობა
• სასწავლო მასალიდან ფერების აღმნიშვნელ ზედსართავ სახელებზე დაკვირვება;
• ფერის ესთეტიკა: სერაფიტას სერია;
• ინტერნეტში მოძიება: ფერთა თეორია, ორნამენტები, ჩუქურთმები (ეკლესიებზე, კედლებზე), ჭედურ ხელოვნებაში, ოდა სახლებზე, გლეხის დარბაზში;
• კლასის დაყოფა ჯგუფებად; ასოს გრაფიკული გამოსახულების ათვისება სქემის მიხედვით, სადაც სრულადაა ნაჩვენები წერის მიმართულება და ყოველი გრაფემის შემადგენელი ელემენტების შეერთების ხასიათი. ასომთავრულის სწავლებისას ვიცავთ ანბანურ რიგს, თითოეული ჯგუფი იმუშავებს 6-7 ასოზე; გააფორმებენ ასოებს ესთეტიკური პრინციპების დაცვით; სახარებიდან რამდენიმე იგავს გადაწერენ ასომთავრულით, შეიქმნება ერთი პატარა წიგნი ბავშვების ავტორობით.
Monday, May 17, 2010
Subscribe to:
Posts (Atom)